ნინო წილოსანი ქმარს, ვლადიმერ აბულაძეს, გაშორდა – “მასთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს”

ნინო წილოსანი ქმარს, ვლადიმერ აბულაძეს, გაშორდა - "მასთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს"პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“, ნინო წილოსანი ჟურნალ „თბილისელებთან“ ამბობს, რომ მეუღლეს, ვლადიმერ აბულაძეს, დაშორდა.

– 19 წელი ძალიან ადრეა ოჯახის შესაქმნელად და ჩემს შვილებსაც შესაბამის აგიტაციას ვუწევ. ჯერ პიროვნულად უნდა განვითარდნენ, პრიორიტეტები ჩამოიყალიბონ და შემდეგ იფიქრონ ოჯახზე. გული მწყდება, რომ მე ვერ მოვახერხე ამ გზის გავლა. მაგრამ მეორე მხარეც არსებობს, როცა ბედისწერა გახვედრებს ადამიანს, რომელთან ერთადაც ფიქრობ ცხოვრების გაგრძელებას, ცოტა რთულია გადავადებაზე ფიქრი. ჩვენს შემთხვევაში ყველაფერი ძალიან ბუნებრივად მოხდა.

 – განქორწინდით?

– დიახ.

– სამი შვილი გყავთ. ამ ურთიერთობის დასრულების შემდეგ ნამდვილად დაგჭირდებოდათ ძალების მოკრება.

– ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს ჩემი შვილების მამასთან. მას განსაკუთრებული როლი აქვს ბავშვების აღზრდასა და განვითარებაში. ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მამასთან მეგობრობა და მიხარია, რომ მათი აღზრდის პროცესში თითქმის თანაბრად ვმონაწილებთ.

დროის სიმწირის პრობლემა მქონდა, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი, ოჯახისთვის სათანადო ყურადღება დამეთმო. არც საჯაროობა გამხდარა ოჯახური პრობლემების წინაპირობა. უბრალოდ, ადამიანების ცხოვრება გარკვეული ეტაპებისგან შედგება, რაღაც სრულდება, რაღაც კი იწყება, თუმცა ჩვენ ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვქონდა და ახლაც ასეა. ჩემი დაკავებულობის ან პოლიტიკური საქმიანობის გამო პრობლემები არასდროს გვქონია…

პრაიმ ტაიმი