ნინოწმინდაში ქალს წყლის გამათბობლიდან მეხი დაეცა

ნინოწმინდაში ქალს წყლის გამათბობლიდან მეხი დაეცანინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხეში ქალს მეხი საკუთარ სახლში დაეცა, იგი ამჟამად თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„მარცხენა ხელი დაბუჟებული მაქვს, მაგრამ თავს კარგად ვგრძნობ, დღეს 300 ლარის წამალი ვიყიდე“,- ამბობს დაშავებული ქალი რადიო „ნორთან“.

მერის წარმომადგენლი, ანდრანიკ წარუკიანი „სამხრეთის კარიბჭესთან“ აცხადებს, ელვამ სოფელში ზიანი რვა ადგილობრივს მიაყენა.

„დაიწვა ტელევიზორები, წყლის გამათბობლები და სხვა. ამ ქალსაც წყლის გამათბობლის საშუალებით დაეცა მეხი. ხელი დალურჯებული და დაბუჟებული აქვს. მერიას მივმართე, მაგრამ მითხრეს, რომ მსგავს ზარალს არ აანაზღაურებენ“,- ამბობს ანდრანიკ წარუკიანი.

სამხრეთის კარიბჭე