“სააკაშვილმა გახარიას რევოლუციაში დახმარებისთვის რამდენიმე მილიონი შესთავაზა” – მამუკა არეშიძე

"სააკაშვილმა გახარიას რევოლუციაში დახმარებისთვის რამდენიმე მილიონი შესთავაზა" - მამუკა არეშიძევერ ვიტყოდი, რომ გიორგი გახარია „ნაციონალური მოძრაობის“ თამაშს თამაშობდა. როგორც ჩანს, ეს იყო გარიგების გარკვეული ფორმა, რომელიც რიგი მიზეზების გამო, ორივეს ინტერესებში იყო. ეს გარიგება რატომ შედგა და მიზეზი რა ჰქონდა, ეს მეორე საკითხია, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, მამუკა არეშიძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

მას ყოველთვის აინტერესებდა, რატომ მოინდომა გახარიამ, მთავრობას 2-3 დღე მოეცადა  მელიას დაკავება.

– დასტურდება, რომ შედგა გარიგება, რომლის შედეგი უნდა ყოფილიყო რევოლუციური სცენარის გათამაშება. როგორც ჩანს, 3 დღე სჭირდებოდათ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს იმისთვის, რომ რევოლუციური სცენარი განეხორციელებინათ. ცოტა ხნის წინ გავრცელდა სოციალურ ქსელში გიორგი სიგუას გამოსვლა, რომელიც საყვედურობდა სააკაშვილის იმის გამო, რომ მან ხოფაში დაგეგმილი აქცია ჩააგდო. როგორც ჩანს, მაშინ იგეგმებოდა აქცია ხოფაში, სადაც უნდა შეკრებილიყო ემიგრანტთა გარკვეული ჯგუფი და პოლონეთიდან უკრაინაში სააკაშვილის შემოსვლის სცენარი უნდა განმეორებულიყო. აქ უნდა ყოფილიყო ვერდაკავებული მელია, – განაცხადა მამუკა არეშიძე.

მისი თქმით, გახარიას გადადგომამდე 12-14 დღით ადრე შედგა 2 შეხვედრა.

– მიხეილ სააკაშვილმა თავისი რევოლუციური სცენარის შესრულებაში მონაწილეობისთვის მაშინდელ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას რამდენიმე მილიონი შესთავაზა, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.

იმედინიუსი