“სააკაშვილს მეწყვილედ გახარია არ სჭირდება” – სოსო ცინცაძე

"სააკაშვილს მეწყვილედ გახარია არ სჭირდება" - სოსო ცინცაძეპოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.

– ბატონო სოსო, სააკაშვილისა და გახარიას ტანდემი რამდენად რეალურია თუნდაც პოსტსაარჩევნო პერიოდში?

– შეიძლება, ვიღაცისთვის მიმზიდველად გამოიყურებოდეს ასეთი ტანდემი, მაგრამ ეს გამორიცხულია. ამ შემთხვევაში გახარია ვერ შეასრულებს იმ როლს, რომელიც თეორიულად და პრაქტიკულადაც, თუ ჭკუით მოიქცევა ოპოზიცია, მოვლენათა ერთობლიობამ მოიტანა. მე აქ არჩევნებში გახარიას როლს ვგულისხმობ. მას შეუძლია, როგორც ეს ამ ბოლო კვლევებმა უჩვენა, “ქართულ ოცნებას” ტორტის დიდი ნაჭერი ჩამოაჭრას. თუ ასე მოხდება, ეს ნიშნავს, რომ “ოცნება” დაუახლოვდება 43%-იან ბარიერს.

მეორე, სააკაშვილს სულაც არ სჭირდება მეწყვილე. სააკაშვილი უაღრესად პერსონიფიცირებული პოლიტიკოსია. მან უკვე განვლო ის ეტაპი, როდესაც პოლიტიკოსი ავლენს ან არ ავლენს ლიდერის თვისებებს. მან უკვე გამოავლინა ეს თვისებები. დანარჩენი უკვე ისტორიის შესაფასებელია.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა