სალომე ზურაბიშვილი ხვალ რომის პაპს შეხვდება

სალომე ზურაბიშვილი ხვალ რომის პაპს შეხვდებასაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 16 ივნისს ოფიციალური ვიზიტით ვატიკანს ეწვევა.

ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის აუდიენცია რომის პაპთან, მის უწმინდესობა პაპ ფრანცისკესთან.

ასევე, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა მაღალი რანგის შეხვედრები.