თეა წულუკიანი – “ნიკა მელია, როგორც პოლიტიკოსი, დასრულდა”

თეა წულუკიანი - "ნიკა მელია, როგორც პოლიტიკოსი, დასრულდა"ნიკა მელია, რომელიც შეიძლებოდა მის დაპატიმრებამდე ჩაგვეთვალა, რომ პერსპექტიული პოლიტიკოსი იყო, დღეს დასრულებულია, წარსულს ეკუთვნის, – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა მელიამ მას არ მოუსმინა.

„ნიკა მელია, რომელიც შეიძლებოდა, მის დაპატიმრებამდე ჩაგვეთვალა, რომ პერსპექტიული პოლიტიკოსი იყო, დღეს დასრულებულია, წარსულს ეკუთვნის. მე არაერთხელ ინტერვიუში, იმიტომ, რომ მასზე უფროსი ვარ და მგონია, რომ ახალგაზრდა პოლიტიკოსები შემოვიდნენ პოლიტიკურ სცენაზე, კარგია, არაერთხელ მის დაკავებამდე და მისი პატიმრობის განმავლობაშიც მივეცი ინტერვიუ და განცხადებები გავაკეთე. მეგონა ამას შეისმენდა, ვინაიდან როგორც ვიცი, ყველა საკანში წვდომა ტელევიზიაზე არის. მე ვამბობდი ერთ რამეს, რომ საჭიროა გირაოს გადახდა და საჭიროა კანონმორჩილება იმისთვის, რომ პოლიტიკოსად შედგე, მაგრამ მან ეს არ მოისმინა”, – განაცხადა წულუკიანმა.

იპნ