“უკნიდან მომეპარა, 5 კაცი იჭერდა” – ცესკოში პოლიტიკოსი გიორგი გაგნიძე კინაღამ ცემეს

"უკნიდან მომეპარა, 5 კაცი იჭერდა" - ცესკოში პოლიტიკოსი გიორგი გაგნიძე კინაღამ ცემესჩხუბი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში – პარტიის, „შეცვალე საქართველო“, ლიდერი ამტკიცებს, რომ ცესკო-ს წარმომადგენლები მას ცემას უპირებდნენ. ფიზიკურ დაპირისპირებამდე საქმე სარჩევნო ცვლილებების განხილვის დროს მივიდა. თამარ ჟვანიას თანამშროლები გიორგი გაგნიძეს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც მან ცესკო ,,სამარცხვინო დაწესებულებად” მოიხსენია. ცესკო-ს თანამშროლები პოლიტიკოსს ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, შემდეგ კი მისი ცემა სცადეს.

– ერთ-ერთ სიტყვას ჩაეჭიდნენ, რომ ვინ არის „სამარცხვინოო“? მე ვუთხარი, სამარცხვინო შენობაში ვდგავარ და ნულ ადგილზეა ეს დაწესებულება-მეთქი და ამას მოჰყვა “ვინ არის სამარცხვინო“?, „მოდი, აქ ,ბიჭო!“ უკნიდან მომეპარა ეს ადამიანი, მარჯვენა მხრიდან ვიღაც ადამიანი იწეოდა ჩემზე და მე რომ ვკითხე სამჯერ, ვინ ხარ-მეთქი, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ვარო და ბოლოს თქვა, რომ ცესკო-ს თანამშრომელი ვარო და მე ვუთხარი, ხომ ხედავ, გრცხვენია შენი სამსახურის, სადაც მუშაობ-თქო. ამ ფაქტის შემდეგ უკვე ის უკნიდან მეპარება, იმას იჭერს ხუთი კაცი,  მე მთხოვეს, რომ გავიდე და იქიდან მესმის გინება, – ამბობს გაგნიძე.
ინციდენტთან დაკავშირებით ცესკო-ს განმარტებები არ გაუკეთებია.

ტვ პირველი