პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა პატრიარქს ეწვია.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
„ამა წლის 29 ივლისს საქართველოს საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონი კახა კუჭავა ოჯახთან ერთად ესტუმრა.
გულთბილი შეხვედრისას კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა სტუმრები და პარლამენტის თავმჯდომარეს საქართველოს საკეთილდღეოდ მშვიდობიანი და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.