მარიამ კუკუნაშვილი – “როცა ქმარმა მიღალატა, გავიცანი მამაკაცი, ვისთანაც ურთიერთობა მქონდა, მერე კი ქმარს შევურიგდი”

მარიამ კუკუნაშვილი - "როცა ქმარმა მიღალატა, გავიცანი მამაკაცი, ვისთანაც ურთიერთობა მქონდა, მერე კი ქმარს შევურიგდი"მარიამ კუკუნაშვილმა იმედის ეთერში მისი ცხოვრების ერთ ეპიზოდზე ისაუბრა.

“გასული წლის სექტემბერში ჩემთვის ცნობილი გახდა მეუღლის ღალატის შესახებ და ჩვენ 6 თვის მანძილზე ვიყავით დაშორებულები.

ჩემთვის ამის გაგება ძალიამ მძიმე იყო. მე არ ვარ დედა ქალი, რომელიც ეძახის კაცის ღალატს ტრენაჟორებს და ამბობს, რა მოხდა, კაცმა თუ იგულავა. მე ჩემს თავს დავუსვი ასეთი შეკითხვა – რატომ უნდა მინდოდეს კაცი, რომელსაც მე კი არა, სხვა ქალი უნდა და ვუთხარი ჩემს თავს – შენ ბედნიერებას იპოვი.

დავიწყე ჩემი ცხოვრება, არც არაფერი დამიგეგმავს და არც კაცები მიძებნია და ერთ-ერთ წვეულებაზე გავიცანი ადამიანი, რომელთანაც მქონდა ურთიერთობა.

ჩემთვის  სექსი არის ის, როცა 2 ადამიანს შორის ჩნდება ემოციური კონტაქტი. ღალატის შემდეგ დამსხვრეული გულით რჩები და გამოჩნდება ადამიანი, რომელი შეეცდება ამ ნამსხვრევების შეწებებას. დაიწყო ჩვენს შორის რომანი.

ის ჩემზე უმცროსია. მის მიმართ ისეთივე გრძნობა გამიჩნდა, როგორიც მანამდე ჩემი მეუღლის მიმართ მქონდა.

6 თვის შემდეგ ქმარს შევურიგდი. ვაპატიე ყველაფერი. არაფერი დამიმალავს, ვუთხარი, რაც მოხდა და მითხრა, ასე ყველაფერი კაცივით როგორ აკეთეო. მისთვის პატიება არ მითხოვია, რადგან არ ვთვლი, რომ მას ვუღალატე” – განაცხადა მარიამ კუკუნაშვილმა.