“ნაციონალების დედას შევ–ცი, გააჯ.. აქედან!” – ხატია დეკანოიძეს ქუჩაში მამაკაცმა აგინა

"ნაციონალების დედას შევ--ცი, გააჯ.. აქედან!" - ხატია დეკანოიძეს ქუჩაში მამაკაცმა აგინაინტერვიუს ჩაწერის დროს ენმ-ს წევრს ხატია დეკანოიძეს ავტომობილი მიუახლოვდა, საიდანაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მძღოლმა შეურაცხყოფა მიაყენა.

– ნაციონალების დედას შევეცი, გააჯვი აქედან, – დაიძახა მამაკაცმა მანქანიდან, გააჩერა მანქანა და გადმოვიდა.

– პატრულს გამოვიძახებ ახლა – უთხრა დეკანოიძემ

– გამოიძახე.

– ფხიზელი ბრძანდებით?

მამაკაცმა არ უპასუხა და მსვლელობა განაგრძო მანქანიდან გადმოსულ ქალთან ერთად.

– ეგებ დააწყნაროთ – მიმართა ქალს დეკანოიძემ.

ამაზე მამაკაცმა უხამსი ჟესტი გააკეთა და ნაციონალებს ისევ აგინა.