სანდრო ბრეგაძე – “პრაიდი არ უნდა ჩატარდეს, მაგრამ ჟურნალისტების ცემას ვემიჯნებით”

სანდრო ბრეგაძე - "პრაიდი არ უნდა ჩატარდეს, მაგრამ ჟურნალისტების ცემას ვემიჯნებით"სანდრო ბრეგაძემ ფეისბუქში დაწერა:

“მინდა დაგიდასტუროთ, რომ „ქართული მარში“ არ იღებდა მონაწილეობას 5-6 ივლისის აქციებში და არც მის ორგანიზებაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ „პრაიდი“ არ უნდა ჩატარდეს, მაგრამ კატეგორიულად ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას, მითუმეტეს ჟურნალისტების ცემას.

გვქონდა გეგმა, ქუჩაში დამდგარიყვნენ მლოცველები და მშვიდობიანად ჩაეტარებინათ აქცია. 20 – 30 ათასი კაცი რომ მშვიდად ილოცებდა, იქ ლგბტ აღლუმი ვერ ჩატარდებოდა. ეს იქნებოდა ლოგიკური, ცივილიზებული, ჰუმანური და მომგებიანი საქციელი. ჩვენ როდესაც დავინახეთ, რომ ამ გეგმას დიდი მოწონება არ ჰქონდა, ავდექით და ჩამოვშორდით მიმდინარე პროცესებს. საბოლოოდ, ყველაფერი წარიმართა ისე, როგორც არ უნდა წარმართულიყო”