“შვილის სიკვდილმა ძალიან დაამძიმა, მაგრამ ამას არავის აგრძნობინებდა” – ლალი ბადურაშვილის ტკივილიანი ცხოვრება

"შვილის სიკვდილმა ძალიან დაამძიმა, მაგრამ ამას არავის აგრძნობინებდა" - ლალი ბადურაშვილის ტკივილიანი ცხოვრებალალი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი ყოველთვის იყო ქართული საზოგადოების ყურადღების ცენტრში.

მსახიობი 2020 წლის დასაწყისში 81 წლის ასაკ­ში კლინიკაში სიმსივნით გარ­და­იც­ვა­ლა.

ლალი ბა­დუ­რაშ­ვილს სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზი 2019 წელს და­უს­ვეს. მის­თვის უმ­ძი­მე­სი დარ­ტყმა იყო ერ­თა­დერ­თი შვი­ლის, რე­ჟი­სორ ერეკ­ლე ბა­დუ­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა. რე­ჟი­სო­რი 2019 წლის მარ­ტში გარ­და­იც­ვა­ლა, რის შემ­დე­გაც ლალი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი რამ­დენ­ჯერ­მე მოხ­ვდა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. ის შვი­ლის დაკ­რძალ­ვის დღე­საც კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში მკურ­ნა­ლობ­და.

მაკა რაზმაძემ “ამბებს” უთხრა, რომ ლალი ბადურაშვილი სიკვდილამდე 1 თვით ადრე ნახა:

– ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში ვი­ყა­ვით, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი დრო ვა­ტა­რეთ, ფე­ლა­მუ­ში მი­ვირ­თვით, ფო­ტო­ე­ბიც გა­და­ვი­ღეთ, ძვე­ლე­ბუ­რი ლალი იყო, ისე დაგ­ვა­მახ­სოვ­რა ბოლო შეხ­ვედ­რა­ზე თავი, რო­გო­რიც იყო ლალი!

ჟურ­ნალ “სარ­კეს­თვის” მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში მსა­ხი­ო­ბი იხ­სე­ნებ­და:

“ძა­ლი­ან გა­დაბ­მუ­ლი დედა-შვი­ლი ვი­ყა­ვით. ჯერ ერთი, კინო გვა­ერ­თი­ა­ნებ­და, სა­ერ­თო წრე გვყავ­და, სტუ­დი­ა­ში ერ­თად ვი­ყა­ვით. სულ სხვაა, როცა დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე ერთ სტუ­დი­ა­ში ხართ და გა­და­ღე­ბე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი ყვე­ლა­ფე­რი სა­ერ­თო გაქვთ.

ერეკ­ლე არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე ადა­მი­ა­ნი და ასე­თი­ვე მამა გახ­ლდათ. ნი­ნის ამი­ტო­მაც უჭირს ასე… 40 დღე ყო­ველ­დღე სა­საფ­ლა­ო­ზე ადი­ო­და და პა­ნაშ­ვიდს უხ­დი­და მა­მას. ნინი ამ­ბობს, მის გა­რე­შე მი­ჭირს, რად­გან არამ­ხო­ლოდ მამა, მე­გო­ბა­რი დავ­კარ­გე, ვი­საც ყვე­ლა­ფერს ვუყ­ვე­ბო­დიო…”

ლალი ბადურაშვილი 1970 წელს გა­და­ი­ღეს ფილმში „დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯვე­ნა“, რო­მელ­შიც შე­ას­რუ­ლა შო­რე­ნას როლი. ასე­ვე, მო­ნა­წი­ლე­ობ­და რამ­დე­ნი­მე ფილმში. იყო „ქარ­თუ­ლი ფილ­მის“ რე­დაქ­ტო­რი.

2016 წელს მი­ე­ნი­ჭა თბი­ლი­სის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქის წო­დე­ბა.