„ექვსი თვის მანძილზე, „ოცნების“ დეპუტატების მივლინებები 283 ათასი დაგვიჯდა“

„ექვსი თვის მანძილზე, „ოცნების“ დეპუტატების მივლინებები 283 ათასი დაგვიჯდა““ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, მიმდინარე წელს, მხოლოდ ექვს თვეში ოცნების დეპუტატების დასავლეთ ქვეყნებში ვიზიტის ხარჯებმა 283 ათასი ლარი შეადგინა:

“სამივლინებო ხარჯებმა ჯამში 313,000 ლარი შეადგინა, რომლის 91% ქართული ოცნების დეპუტატებზე დაიხარჯა.

აქედან ირაკლი კობახიძის, კახა კუჭავას და მაკა ბოჭორიშვილის მივლინებებმა ჯამში 119,606 ლარი შეადგინა.

დასავლეთში მივლინებების პარალელურად, ხელისუფლება პრორუსული ჯგუფების ძალადობას ახალისებს.

თქვენი აზრით, რა მიზანს ემსახურება დასავლეთში ოცნების დეპუტატების ვიზიტები?” – წერს “ფლანგვის დეტექტორი”.