,,გადაწყვეტილი იყო ბოკუჩავას კანდიდატურა და მერე უცებ შეიცვალა რაღაც” – რა მოხდა ფოთში

,,გადაწყვეტილი იყო ბოკუჩავას კანდიდატურა და მერე უცებ შეიცვალა რაღაც" - რა მოხდა ფოთში„ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციაში განმარტავენ, რატომ არ დასახელდა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა ფოთის მერობის კანდიდატად.

როგორც ,,ნაციონალური მოძრაობის “ფოთის ორგანიზაციაში აცხადებენ, საკითხი ჯერ კიდევ განიხილება და კანდიდატის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებენ.

,,გადაწყვეტილი იყო ბოკუჩავას კანდიდატურა და მერე უცებ შეიცვალა რაღაც და არ ვიცი, რა შეიცვალა, ჩემთვისაც სიურპრიზი იყო ეს ყველაფერი. ახლა ისეთი პერიოდია, რომ შეიძლება წუთიდან წუთზე რაღაცები შეიცვალოს. ნიკა მელიას მამა თუ დათანხმდებოდა ამაზე, ესეც არ ვიცოდით. ორ საათში მოხდა შეთანხმებაც და ყველაფერი. ამ ეტაპისთვის არვინ არ განიხილება ფოთში. მარტო ფოთი კი არა სამეგრელოდან მხოლოდ ზუგდიდის ხობის და მარტვილის კანდიდატები დასახელდა. საბოლოო გადაწყვეტილება რამოდენიმე დღეში გახდება ცნობილი”, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ დარეჯან ცხვიტარიამ.

შეგახსენებთ, ,,ნაციონალური მოძრაობის” ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ დღეს დააანონსა, რომ გაერთიანებული ოპოზიციიდან ფოთის მერობის კანდიდატი თინა ბოკუჩავა იქნებოდა.

იპნ