ირაკლი ღარიბაშვილი – „ყველა თქვენს დაძახილზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“

 ირაკლი ღარიბაშვილი - „ყველა თქვენს დაძახილზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“პრემიერმა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებისას მედიის წარმომადგენლებს მიმართა, რომ მათთან სათანამშრომლოდ ყოველთვის მზად არის, არასდროს გარბის, თუმცა ყოველ დძახილზე კომენტარს ვერ გააკეთებს:

“მე ყოველთვის მზად ვარ, რომ ვიმუშავო თქვენთან ერთად, კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ყველას ასეთი ინტერესისთვის, მე არ ვეთანხმები თქვენს შეფასებას, რომ გავიქეცი და ა.შ., ყოველთვის მზად ვარ, მაგრამ ყველა თქვენს დაძახილზე კომენტარს ვერ გავაკეთებ” – მიმართა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.