ნატალია ქუთათელაძე და აჩიკო ჯაფარიძე სექტემბერში შვილს ელოდებიან

ნატალია ქუთათელაძე და აჩიკო ჯაფარიძე სექტემბერში შვილს ელოდებიანნატალია ქუთათელაძე შვილს ელოდება – ამის შესახებ ეკა მამალაძემ  სადრაძესთან სტუმრობისას ისაუბრა, რადიო „ფორტუნას“ ეთერში. მომღერალმა აღნიშნა, რომ მალე ბებია გახდება და მისი ქალიშვილი, ასევე მომღერალი ნატალია ქუთათელაძე, მალე დედა გახდება.

– ნატალიკო სექტემბერში ბავშვს ელოდება. ძალიან ბედნიერები ვართ, – თქვა ეკა მამალაძემ.

ნატალია ქუთათელაძის მეუღლე აჩიკო ჯაფარიძეა. წყვილი ცალკე ცხოვრობს.

აჩიკოსთვის ეს მეოთხე შვილი იქნება, რადგან პირველი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს.

ნატალია ეკა მამალაძის უმცროსი ქალიშვილია. ნატალიას ჰყავს უფროსი ძმები.

– ნატალია 12-13 წლის იყო, როდესაც მე და მერაბი დავშორდით. არც მე და არც მას ისეთი არაფერი გაგვიკეთებია, მაგრამ… ჩვენი ურთიერთობა შეიცვალა, ალბათ ასეც ხდება ცხოვრებაში. ჩემთვის მიუღებელია, შვილების გულისთვის ცოლ-ქმარმა ერთად იცხოვრონ, მაგრამ სულ ჩხუბი და კამათი ჰქონდეთ. ამით შვილებს უფრო დააზარალებ. ნატალია ჩვენს გადაწყვეტილებას აბსოლუტურად მშვიდად შეხვდა, – უთხრა “სარკეს” ეკა მამალაძემ.