ქეთო თოფურიძე – “პანიკური შეტევები მქონდა, კოშმარული რეალობა…”

ქეთო თოფურიძე - "პანიკური შეტევები მქონდა, კოშმარული რეალობა..."ეკა კახიანის უმცროსი ქალიშვილი, 22 წლის ქეთო თოფურიძე საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა და მისი პირადი ცხოვრებაც არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი.

ამჯერად ქეთო თოფურიძე „ინსტაგრამსთორიში“ ერთი წლის წინ გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ იმ დროს თავს ყველაზე ცუდად გრძნობდა:

„ამ პერიოდში ყველაზე ცუდი ნევროზი მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ არ მეტყობა. პანიკური შეტევები ყოველ დღე და ბრძოლები საკუთარ თავთან.

8-თვიანი წვალების შემდეგ, დავძლიე საკუთარ თავზე მუშაობით და არ დავნებდი იმ კოშმარულ რეალობას. ვისაც ეს პრობლემა გაქვთ, ეცადეთ, დაძლიოთ შიშები და აკეთოთ ის, რაც არ შეგიძლიათ ან გაშინებთ“ – წერს ქეთო თოფურიძე.

პრაიმ ტაიმი