თამუნა მუსერიძე – “სანდროზე შეყვარებული გოგონები სახლში გვიცვივდებოდნენ… ამბობდნენ, რომ ოჯახი მე დავუნგრიე”

თამუნა მუსერიძე - "სანდროზე შეყვარებული გოგონები სახლში გვიცვივდებოდნენ... ამბობდნენ, რომ ოჯახი მე დავუნგრიე"სანდრო მიკუჩაძისა და თამუნა მუსერიძის წყვილი დიდი პოპულარობით სარგებლობს. ტელეწამყვანი იხსენებს, რა რთული პერიოდის გამოვლა მოუწია წყვილს
პირველი ქორწინებებიდან თამუნას ერთი ვაჟი ჰყავს, სანდროს – გოგონა, საერთო ქორწინებაში კი ორ გოგონას ზრდიან.

როგორც თამუნა ჟურნალ „სარკესთან“ ამბობს, მათ ოჯახშიც ყოფილა რთული პერიოდები.

„შეიძლება, ეს ბევრს არც გაუხარდა, უპირველესად – სანდროზე შეყვარებულ გოგონებს, რომლებიც პირდაპირ სახლში გვიცვივდებოდნენ და ისტერიკებს აწყობდნენ. გვქონდა რთული პერიოდებიც, ყველა ოჯახშია მცირე უთანხმოებები. წლებმა ყველაფერი დაალაგა და გვაჩვენა, რომ ერთმანეთისთვის ძალიან ძვირფასები ვართ. ჩვენი სიყვარული უფრო გამძაფრდა და შეკრული ოჯახი გვაქვს…“, – ამბობს თამუნა.
წყვილის სიყვარულის შესახებ 2015 წელს გახდა ცნობილი. რამდენიმე თვე დაშორებულებიც იყვნენ. ერთმანეთი გადაღებაზე გაიცნეს და რომანიც მალე გაჩაღდა. „როგორც კი დავინახე, მაშინვე მივხვდი, რომ ის იყო“, – ამბობდა თამუნა ერთ-ერთ ინტერვიუში.

მოგვიანებით მან ფეისბუქში დაწერა:

,,ესე იგი, რომ ვეღარ გაიგეს, საიდან მომდგნენ, მოიგონეს, ვითომ ჩემს ქმარს ოჯახი მე დავუნგრიე. არადა ღმერთი და ხალხია მოწმე, სანდრო რომ გავიცანი, მისი ცოლი უკვე დაოჯახებული იყო და ბავშვსაც კი ელოდებოდა. სამწუხაროდ ჩემი ქმრის ყოფილი მეუღლე არ მყავს მეგობრებში, თორემ მოვნიშნავდი და მერწმუნეთ, აუცილებლად დამეთანხმებოდა”.

თამუნა დაქორწინებული ორჯერ იყო და პირველი ქორწინებიდან შვილი – ალექსანდრე მაკალათია ჰყავს.  სანდროს  პირველი ქორწინებიდან ელენე ჰყავს.