ზუგდიდის მერობის კანდიდატი ნაციონალებიდან ანზორ მელია იქნება

ზუგდიდის მერობის კანდიდატი ნაციონალებიდან ანზორ მელია იქნება“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის მერობის კანდიდატი ანზორ მელია იქნება. ანზორ მელია ნიკა მელიამ წარადგინა.

“დიდი მადლობა მამა, რაც არ უნდა ვთქვა ამ ემოციებს ვერ გამოვხატავ”, – განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეგიონებში მერობის კანდიდატები წარადგინა.