„ავსტრიაში არა, იქ ჩააბარა, თავს ვერ აღწევს ამ პრობლემას…“ – კობახიძე გახარიაზე

„ავსტრიაში არა, იქ ჩააბარა, თავს ვერ აღწევს ამ პრობლემას...“ – კობახიძე გახარიაზე„იმის გამო, რომ თავს ვერ აღწევს ამ პრობლემას, ერთი კვირაც ვერ მოითმინა, სწორედ ამის გამო გაუჭირდა ტესტის ჩაბარება“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერზე, გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა.

„ეს პრობლემა, ჩვენი ინფორმაციით, მას გაუჩნდა ბოლო პერიოდში და ამიტომ ვერ ჩააბარა ტესტი. დანარჩენი, მოიტანოს ტესტი და დაამტკიცოს ის, რომ მას ეს პრობლემა არ აქვს. აქ მარტივად არის საქმე. ეს ყველაფერი ჩვენთვის ცნობილი გახდა ძალიან მარტივად – კახა კალაძე გამოვიდა ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდის მიზნებისთვის და ეს კაცი უცებ აიჭრა, გაღიზიანდა, დაიბნა. მერე რომ გავარკვიეთ, მას ჰქონია სერიოზული პრობლემა. დრო გავიდა უკვე. კეთილი ენება და მოეტანა ტესტი. ავსტრიაში არა, იქ ჩააბარა, მოეტანა ტესტი, ამას თავის ვადები აქვს, ახლა დაგვიანებულია. იმის გამო, რომ თავს ვერ აღწევს ამ პრობლემას, ერთი კვირაც ვერ მოითმინა, სწორედ ამის გამო გაუჭირდა ტესტის ჩაბარება. ეს ჭანჭიკი დღეს აქტუალური არ არის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.