„დედას ბუშტი გვიბრუნდება“ – წულუკიანი სააკაშვილზე

„დედას ბუშტი გვიბრუნდება“ - წულუკიანი სააკაშვილზე თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლას გამოეხმაურა:
„იმედი მაქვს, არავის ეწყინება, რომ ჩემი რეაქცია არის საკმაოდ დამცინავი იმიტომ, რომ ამ ყველაფერს სერიოზულად ვერ აღვიქვამ – ვერც პიროვნებას, რომელიც აცხადებს, რომ არის თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოს დამფუძნებელი.

ალბათ ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ანეკდოტია, რაც კი მოგვისმენია და ასევე, სასაცილოა, რომ ამხელა კაცი ჩამოდის მგონი დედასთან ერთად, დედას ბუშტი გვიბრუნდება.“