დეკანოზი გიორგი ხარაზიშვილი – “დეპუტატ დავით ჭიჭინაძეს ნამდვილად ვთხოვე იარაღის ტარების გაფორმებაში დახმარება”

დეკანოზი გიორგი ხარაზიშვილი - "დეპუტატ დავით ჭიჭინაძეს ნამდვილად ვთხოვე იარაღის ტარების გაფორმებაში დახმარება"დეკანოზი გიორგი ხარაზიშვილი “ტვ პირველთან” ადასტურებს, რომ ის ნამდვილად სთხოვდა დეპუტატ დავით ჭიჭინაძეს იარაღის ტარების უფლების მოსაპოვებლად მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრისთვის დაერეკა. დეკანოზი ამბობს, რომ იარაღის ტარების უფლება თავდაცვის მიზნით უნდოდა. სამების ტაძრის დეკანოზი განმარტავს, რომ ის წარსულში არაერთხელ გამხდარა თავდასხმის ობიექტი.

ხარაზიშვილი ასევე ადასტურებს, რომ ის უკანონო მიყურადების სამიზნე  იყო სუს-ის მხრიდან და დოკუმენტში აღწერილი საუბარი მასსა და დავით ჭიჭინაძეს შორის ნამდვილია.

2016 წელს ნამდვილად ვთხოვე ბატონ დავით ჭიჭინაძეს რიგში რომ არ ვმდგარიყავი, დამხმარებოდა, ვინაიდან დოკუმენტს ერთი თვით ადრე ვადა ჰქონდა გასული”, – ამბობს “ტვ პირველთან” დეკანოზი.
ფაილებით დგინდება, რომ სასულიერო პირი იარაღის გაფორმებას 2016 წელს  ითხოვდა. სასულიერო პირი იარაღის ტარების უფლების მოსაპოვებლად ჭიჭინაძეს გიორგი მღებრიშვილთან დაკავშირებას სთხოვდა, რომელიც იმ დროისთვის შს მინისტრის პოსტს იკავებდა.

საუბრის ნამდვილობა ასევე დაადასტურა დავით ჭიჭინაძემ.

ტვ პირველი