ეკატერინე ტიკარაძე – „არის თუ არა გახარია ნარკომომხმარებელი, ამას ნათელს  ნარკოტესტი მოჰფენს“

ეკატერინე ტიკარაძე - „არის თუ არა გახარია ნარკომომხმარებელი, ამას ნათელს  ნარკოტესტი მოჰფენს“ჟურნალისტების კითხვას – აქვს თუ არა ინფორმაცია იმაზე, რომ შესაძლოა გიორგი გახარია ნარკომომხმარებელი იყოს, ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე
ტიკარაძე პასუხობს:
„ამასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ალბათ, ჩატარებული ნარკოტესტი, რომლის შესახებაც მან დააანონსა, ამას ნათელს მოჰფენს, არის თუ არა ის ნარკომომხმარებელი“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, კახა კალაძემ ნარკოტესტი ჩაიტარა და გამოწვევა მერობის სხვა კანდიდატებსაც გაუკეთა. გიორგი გახარიამ ტესტი საქართველოში არ ჩაიტარა და თქვა, რომ გარკვეული პროვოკაცია მზადდებოდა მისთან მიმართებით ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. გახარიამ თმის ღერზე ტესტი ავსტრიაში ჩაიტარა. მმართველ გუნდში კი იმაზე საუბრობენ, რომ გახარიას რაღაცის შეეშინდა, უფრო მეტიც “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გახარიას “კოკაინშიკს” უწოდებს.