გახარია – “კალაძე უკვე გადავფურცლე, ის აღარაა ჩემთვის საინტერესო”

გახარია - "კალაძე უკვე გადავფურცლე, ის აღარაა ჩემთვის საინტერესო"ვისი სიტყვის ფასიც არ იყო ნული, იმას ვკითხე, მიპასუხა, უკვე აღარ არის ეგეც ჩემთვის საინტერესო, გადავფურცლეთ  – ასე უპასუხა ექსპრემიერმა გადაცემა “რეაქციის” წამყვანის შეკითხვას, თუ რატომ ჰკითხა გიორგი გახარიამ დებატების დროს კახა კალაძეს, იზიარებდა თუ არა ის, რომ გახარია ნადრკოდამოკიდებული იყო.

ამ დებატების და ამ პასუხების შემდეგ, კალაძე აღარ არის საინტერესო. მე რაც მაინტერესებდა, პასუხი მივიღე. ჩემთვის თვითონ ფაქტი კი არ არის საინტერესო, მე ვინ რას მეძახის. ვინც მე ეს დამიძახა, მათი სიტყვის ფასი ჩემთვის მაშინაც ნული იყო და დღესაც ნულია. ვისი სიტყვის ფასიც არ იყო ნული, იმას ვკითხე, მიპასუხა, უკვე აღარ არის ეგეც ჩემთვის საინტერესო, გადავფურცლეთ, – თქვა გახარიამ.