გახარია – “სამხარაულის ბიუროში მითხრეს, რომ ჩემ ნარკოტესტზე პროვოკაცია მზადდებოდა”

გახარია - "სამხარაულის ბიუროში მითხრეს, რომ ჩემ ნარკოტესტზე პროვოკაცია მზადდებოდა"პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე და მერობის კანდიდატი გიორგი გახარია ამბობს, რომ “ქართული ოცნების” მისი ნარკოტესტის გაყალბებასა და პროვოკაციას აპირებდა.

გახარიამ ანალიზის ჩაბარება საერთაშორისო ლაბორატორიაში გადაწყვიტა და  მიღებულ შედეგს გაასაჯაროვებს.

ჩვენ გვაქვს უტყუარი ინფორმაცია პირდაპირ სამხარაულის ბიუროდან იმ პროვოკაციის შესახებ, რომელიც მზადდებოდა “ოცნების” გამოძიების მიერ დაგეგმილ ტესტირებასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გამეკეთებინა მე.  იმისთვის, რომ არ მივცეთ არავის ასეთი სპეკულაციების შესაძლებლობა, მე არ ჩავაბარებ ამ ტესტს არაკომერციულ ლაბორატორიაში, არამედ გადავდგამ ამ ნაბიჯს, დავკარგავ ერთ მნიშვნელოვან დღეს წინასაარჩევნო კამპანიის, საერთაშორისო ლაბორატორიაში ჩავაბარებ  თმის ანალიზს, რომელიც არის ყველაზე უტყუარი, დროში ინახავს მონაცემებს,  პასუხი გვექნება 2 კვირაში და ინფორმაცია იქნება საჯარო”, – თქვა გახარიამ.

ტვ პირველი