“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი გედევან ფოფხაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ გახარია “ოცნებისთვის” ძალიან არაკომფორტული მოწინააღმდეგეა:
– მიუხედავად იმისა, რომ მე გიორგი გახარია, როგორც პოლიტიკოსი, არ მესიმპათიურება და ვერანაირ რევერანსებს მისი მისამართით ვერ გავიმეტებ, სიმართლე უნდა ითქვას. ობიექტური უნდა ვიყო.
– ასე რატომ უპირისპირდებიან?
– ძალიან მარტივია. ხალხს არჩევანის შესაძლებლობა მისცა. ივანიშვილი წასულია. გახარია თუ კალაძე-კობახიძე?! – ვინ უკეთესია, თქვენ გადაწყვიტეთ, ეუბნება ხალხს. გარკვეულწილად “ქართული ოცნების” ამომრჩეველს შორის ალტერნატივა გააჩინა.
– “ოცნებამ” შეიძლება გახარიაზე კომპრომატები გამოაქვეყნოს?
– “ოცნება” ნებისმიერ სიბინძურეზე წავა. არაერთი პირადი კადრი გავრცელდა ამ ხელისუფლების პირობებში და ეს იყო სრულიად ამაზრზენი. ეს აჩვენებს ამ ხელისუფლების მორალურ სახეს. ესენი ყველაფრის მკადრებლები არიან. თუმცა, ამ ეტაპზე “ქართული ოცნებისგან” ეს არ იმუშავებს. იმდენი აქეს გახარია, რომ ახლა რაც არ უნდა დააბრალონ, ვერ იმუშავებს.
თუ ნარკომანი იყო, თუ მოღალატე იყო, თუ კორუმპირებული იყო, პრემიერად რატომ ჰყავდათ?! თუ ნარკომანს სიის პირველ ნომრად ვწერ და მე მეორე ნომრად ვეწერები, ხომ სრული არარაობა გამოვდივარ?! თუ ეს ყველაფერი სიმართლეა, როგორ ჰყავდათ ასეთი არარაობა პრემიერად, ამას რა პასუხს გასცემენ.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა