ღარიბაშვილი – “გახარიამ 20 ივნისს უდანაშაულო ხალხს თვალები დასთხარა”

ღარიბაშვილი - "გახარიამ 20 ივნისს უდანაშაულო ხალხს თვალები დასთხარა"საქართველოს მოქმედი პრემიერ მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი წინამორბედს, გიორგი გახარიას ღიად უპირისპირდება.

ღარიბაშვილმა ღია ეთერში, გიორგი გახარიას წინააღმდეგ სატელევიზიო ჩვენება მისცა და ყოფილი პრემიერი 20 ივნისის სისხლიან ღამის მოწყობაში დაადანაშაულა.

დამწყები სპეცრაზმელი ამას აუხსნის ძალიან დეტალურად ნებისმიერ ჩვენს მოქალაქეს – პარლამენტის შენობა ისეა დაცული დღეს, ჭიშკარი ისეა, გამორიცხულია, რომ შეანგრიო და შეხვიდე, გამორიცხულია, ადამიანებს ვგულისხმობ. მე ეს კითხვა მას დავუსვი, როცა იყო ამ კრიზისის შეფასება და გარჩევა. რატომ გამოიყვანეს გარეთ სპეცრაზმელები, რატომ აცემინეს 3 საათის განმავლობაში ამ აგრესიულ ბრბოს, ნაცმოძრაობას, და ჩამოშლის პირას მიიყვანა სახელმწიფო. მაშინ ყველა გაგიჟებული ვიყავით. მე პარტიის ოფისში ვიყავი ღამით, ყველანი. ვკითხულობდით, სად არის წყალი, გაზი, დაუშინეს შემდეგ და, მათ შორის, უდანაშაულო ადამიანებს თვალები დათხარეს. ეს არის მისი ხელწერა და ეს არის მისი მართვა”- ამბობს ღარიბაშვილი “რუსთავი 2”-თან.

ტვ პირველი