ივანიშვილი თბილისში დაბრუნდა

ივანიშვილი თბილისში დაბრუნდაგადამწყვეტი არჩევნების წინ ბიძინა ივანიშვილი თბილისში დაბრუნდა. ოლიგარქი  იმავე რეზიდენციაშიაა, რომელიც თითქოს პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ქართუ ფონდს გადასცა.

ივანიშვილი ვერტმფრენის დაშვების კადრები დღეს “პირველების” ვიდეოკამერამ გადაიღო, შუშის სასახლესთან იდგა მისი დაცვის მანქანებიც.

ტვ პირველის ინფორმაციით, ოლიგარქის გამოჩენა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ ჩამოსვლას უკავშირდება. პოლიტიკიდან თითქოს წასული ივანიშვილი ახლა თანაგუნდელებთან მისი პოლიტიკაში კიდევ ერთხელ დაბრუნებასთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავს.

ბოლო რამდენიმე თვე ბიძინა ივანიშვილი აბასთუმნის რეზიდენციაში იმყოფებოდა.

ტვ პირველი