ლევან ხაბეიშვილი – “ღარიბაშვილი თუ მაგარია, წამოეყვანა სააკაშვილი კიევიდან, იქ არ იყო?!”

ლევან ხაბეიშვილი - "ღარიბაშვილი თუ მაგარია, წამოეყვანა სააკაშვილი კიევიდან, იქ არ იყო?!"ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ სააკაშვილი თავად გადაწყვეტს, საქართველოში როდის ჩამოვა.

– თუ ჩამოვა, ციხეში ჩაჯდომა მოუწევს?

– კარგით რა, რისი ჩაჯდომა მოუწევს?! ღარიბაშვილი უკრაინაში არ იყო? იმავე ქუჩის მეორე მხარეს იყო სააკაშვილი, თუ მაგარი ბიჭი იყო, წამოეყვანა იქიდან თუ დამნაშავეა! ეს ყველაფერი, უბრალოდ, სასაცილოც აღარ არის. ღარიბაშვილის, ივანიშვილის და წულუკიანის გარდა, მსოფლიოში არავინ არ ეძებს მიხეილ სააკაშვილს. ამერიკაში დადის, სხვა დიდ ქვეყნებში და ვინ აღიარებს ამ გადაწყვეტილებას? არავინ, გარდა წულუკიანის და ღარიბაშვილისა.

– სააკაშვილმა ზედმეტად აქო გიორგი გახარიაო და მიდის  საუბრები მათ ალიანსზე. ამაზე რას იტყვით?

– ვინმე დაიჯერებს, რომ სააკაშვილი და გახარია ერთია და ა.შ. მათი ძალოვანი მინისტრი და მათი სუპერ პრემიერ-მინისტრი, რკინის მინისტრი, როგორც თავად ეძახოდნენ, თურმე ნაციონალი ყოფილა? ეს, ცოტა არ იყოს და სასაცილოა. თუ ამდენი ხანია ისევ ნაციონალები მართავენ, მაშინ რა უნდათ ხელისუფლებაში, წავიდნენ, გადავიდნენ ოპოზიციაში და ჩვენ საქმეს მაინც გავაკეთებთ.

– გაქვთ ვადამდელი არჩევნების მოლოდინი?

– საქართველოში როდის იქნება არჩევნები, ამას არ წყვეტს ცალკე აღებული პოლიტიკური ფიგურა. არც ივანიშვილი, არც ღარიბაშვილი და არც კობახიძე. ამას წყვეტს ხალხი. ამიტომ არის მნიშვნელოვანი არჩევნებზე ხალხის მოსვლა და იმის ჩვენება, რომ “ოცნებას” არა აქვს მინიმალური მხარდაჭერაც კი.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა