ნიკა მელია – “თუ პრეზიდენტი ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს, “ოცნება” ზურაბიშვილზე საქმეს აღძრავს”

ნიკა მელია - "თუ პრეზიდენტი ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს, "ოცნება" ზურაბიშვილზე საქმეს აღძრავს"“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის და თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას თქმით, “ქართული ოცნება” სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში ნიადაგს ამზადებს. ოპოზიციონერი ლიდერის განმარტებით, მმართველი გუნდი პრეზიდენტს აღარ ენდობა და არ გამორიცხავს, რომ ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს.

– გაგანდობთ ერთ ინფორმაციას, სანდო წყაროდან მოპოვებულს. სალომე ზურაბიშვილს იმდენად აღარ ენდობიან, რომ პროკურატურაში ტოპ რამდენიმე პროკურორს დაავალეს სასწრაფოდ ახალი სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში ნიადაგის მომზადება, თუ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს და ეს შეიძლება გააკეთოს 5 წუთში იმ საქმეებზე, რაზეც განაჩენი დგას, ამ ადამიანებს, ანუ “ქართულ ოცნებას” უნდა, რომ ჰქონდეს სათადარიგო რაღაც, – თქვა მელიამ.

ტვ პირველი