“პრეზიდენტ ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალებაზე დაელაპარაკნენ” – მირიან მირიანაშვილი

"პრეზიდენტ ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალებაზე დაელაპარაკნენ" - მირიან მირიანაშვილიპოლიტიკური გაერთიანება “ერის” თავმჯდომარე მირიან მირიანაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა მხოლოდ თვით სააკაშვილზე არაა დამოკიდებული.

– იმისთვის, რომ მან აქ ფეხი მოიკიდოს, აუცილებელია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მისი შეწყალება. რამდენადაც ინფორმირებული ვარ, სალომე ზურაბიშვილს ამაზე დაელაპარაკნენ.

– ვინ დაელაპარაკა პრეზიდენტს?

– ამას ვერ გეტყვით. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ გარანტიები სჭირდება. მას უნდა ჰქონდეს გარანტია, რომ მის გადაწყვეტილებას შეწყალებაზე ლოიალურად შეხვდებიან აშშ და საფრანგეთი. ცხადია, ამგვარ გარანტიას ვერავინ გასცემს. სააკაშვილი რომ საქართველოში ჩამოვიდეს, მას უნდა მოეხსნას სისხლისსამართლებრივი დევნა. იმისთვის, რომ შეიწყალოს სააკაშვილი, პრეზიდენტ ზურაბიშვილს ესაჭიროება აშშ-ის ელჩის დასტური. ეს რომ მოხდეს, აუცილებელია აშშ-ის ადმინისტრაციის თანხმობა საქართველოში რევოლუციის მოწყობასა და სააკაშვილის მიმართ პოზიტიურ დამოკიდებულებაზე. ეს ვერ მოხდება. ხელისუფლება ვალდებულია, დააპატიმროს სააკაშვილი, თუ ის ჩამოვა.

– სააკაშვილის ჩამოსვლა არ გამოვა?

– აშშ-ის წინააღმდეგობის გამო სააკაშვილი რიგით წევრადაც არ ჩასვეს 100-კაციან დელეგაციაში, რომელიც უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ახლდა ვაშინგტონში. ამ ვიზიტის შემდეგ ამერიკელ სენატორთა წარმომადგენლობითი დელეგაცია ლინდსი გრემის მეთაურობით ეწვია კიევს. სააკაშვილი ბევრს ეცადა, რომ მათ შეხვედროდა. შრომამ ამაოდ ჩაუარა. სააკაშვილს არც კოლექტიურად და არც ინდივიდუალურად არც ერთი ამერიკელი სტუმარი არ შეხვდა. აშშ-ის ადმინისტრაცია სააკაშვილთან შეხვედრასა და მის დელეგაციაში ჩასმას არსთანხმდება და მისთვის საქართველოს ჩაბარებას დათანხმდება?! ეს გამორიცხულია.

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა