სუსი ირაკლი კობახიძესაც უსმენდა

სუსი ირაკლი კობახიძესაც უსმენდასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური  ირაკლი კობახიძესაც უსმენდა. ოპერატიული ცნობებით დასტურდება, რომ სუსი კობახიძის ყველა სატელეფონო და პირად კომუნიკაციას აკონტროლდებდა.

ჩანაწერის მიხედვით, ირაკლი კობახიძეს უკავშირდება პატრიარქის თანაშემწე, არქმინადრიტი დავით ჭინჭარაული და კობახიძეს სთხოვს დახმარებას ჯვრის მონასტერთან გარებაზრობის აკრძალვასთან  დაკავშირებით, კობახიძე სასულიერო პირს დახმარებას ჰპირდება.

მოპოვებული ინფორმაციით, პატრიარქის თანაშემწეს, არქიმანდრიტ დავით ჭინჭარაულს თავისმა ძმამ, ჯვრის მონასტრის წინამძღვარმა, კონსტანტინე ჭინჭარაულმა, აცნობა, რომ ჯვრის მონასტრის მიმდებარედ მისთვის უცნობმა პირებმა დაამონტაჟეს რკინის კონსტრუქციები და გამართეს ე.წ. “ბაზრობა”.

კ. ჭინჭარაულის თქმით, დადგმული კონსტრუქციები იმის გარდა, რომ ამახინჯებს მონასტრის იერსახეს, აბრკოლებს მომლოცველების და ტურისტების გადაადგილებას, რაც სერიოზულ დისკომფორტს ქმნის.

მ/წ 13 მაისს დ. ჭინჭარაული ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ესაუბრა კობახიძეს და სთხოვა არსებული მდგომარეობის მოგვარებაში დახმარება. კობახიძის თქმით, კონსტიტუციის თემებთან დაკავშირებით დღეს გეგმავს მცხეთაში ვიზიტს და შეხვდება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და აუცილებლად დააყენებს ჯვრის მონასტერთან შექმნილი მდგომარეობის საკითხს”, – აღნიშნულია ჩანაწერში, რომელმაც სავარაუდოდ, სუსი-დან გამოჟონა.

ტვ პირველი