ზურაბ ყიფშიძე – “ლელა პირველად ჯინსებში, ველვეტის ლაბადით ვნახე ვასო გოძიაშვილის გასვენებაში”

ზურაბ ყიფშიძე - "ლელა პირველად ჯინსებში, ველვეტის ლაბადით ვნახე ვასო გოძიაშვილის გასვენებაში"ზურაბ ყიფშიძე მთელი ცხოვრება ერთ ქალზეა დაქორწინებული, რომელიც საზოგადოებაში თითქმის არასოდეს ჩნდება.

ერთმანეთი პირველად ვასო გოძიაშვილის დასაფლავების დღეს ნახეს. მაშინ 22 წლის იყო ზურა. ლელა ჯინსებით, ველვეტის ლაბადით ბებიასთან ერთად ესწრებოდა გასვენებას.

„ლელა გოცირიძე პირველად ვასო გოძიაშვილის დაკრძალვაზე ვნახე. დავინახე საოცრება – გოგო სქელი ველვეტის ლაბადაში, ჯინსებით, უმაკიაჟოდ. გადავირიე, ვეღარავის ვხედავდი.

მერე დავამთავრე ინსტიტუტი მოსკოვში, ჩამოვედი და ლელა გათხოვილი დამხვდა, მაგრამ ეტყობა, ვერ აეწყო პირადი ცხოვრება. მერე ჩემი მეგობარი ვასიკო ჭიჭინაძე მაძლევდა ლელას ტელეფონის ნომრის თითო ციფრს კვირაში ერთხელ, ეგ სადისტი!

არ ვიცი, რაშია მყარი ოჯახის საიდუმლო . ალბათ ვერ დავთმეთ ერთმანეთი, არავისზე გავცვალეთ. ოჯახი პატარ-პატარა უსიამოვნებების გარეშე არ არსებობს. პირველი 5-7 წელია რთული, მერე უფრო ლაგდება თანაცხოვრება. სიყვარულიც იცვლება, უფრო მტკიცეა, მაგრამ უფრო დაწყნარებული. რაც დრო გადის, მეტად მიყვარდება“, – ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში ზურა ყიფშიძე.

ლელა გოცირიძე ზურას მეუღლე, სწორედ მსახიობის პოპულარობის პიკზე გახდა. წყვილს ათკაციანი ქორწილი ჰქონდა.

„ცხონებული გოგა ფიფიას კოსტიუმი მეცვა, კარგად მახსენდება საკუთარი ქორწილი“ – იხსენებდა მოგვიანებით მსახიობი..

ქორწილამდე ლელა და ზურა ქალის მამის მანქანით გაიპარნენ. თავიდან საჭესთან ზურა იჯდა, მაგრამ ერთ-ერთ მონაკვეთზე, როდესაც ყინულზე მართვა გაუჭირდა, მისი ადგილი მომავალმა მეუღლემ დაიკავა.

2014 წელს მოულოდნელად მსახიობის ცოლსა და შვილს ერთი და იგივე დაავადება დაემართათ, რამაც მათი სიცოცხლეც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

ეს ამბავი ზურა ყიფშიძემ ძალიან განიცადა, რადგან დიაგნოზი – ანევრიზმა, მაშინ განაჩენად ჟღერდა, რადგან ბოლო წლებში არაერთი ადამიანი გარდაიცვალა სწორედ ანევრიზმით.

მერიამ თანხა გადარიცხა და ლენუკამ და ქალბატონმა ლელამ ოპერაცია თურქეთში გაიკეთეს. ახლა თავს კარგად გრძნობენ.

დაიჯესტი