ალეკ ბოლდუინმა ოპერატორი ქალი მოკლა

ალეკ ბოლდუინმა ოპერატორი ქალი მოკლაჰოლივუდის მსახიობმა და რეჟისორმა ალეკ ბოლდუინმა გადასაღებ მოედანზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც ოპერატორი ქალი გარდაიცვალა, ფილმის რეჟისორი კი დაიჭრა.

მედიის ინფორმაციით, მსახიობმა გასროლა განახორციელა პისტოლეტიდან, რომელიც ფუჭი ვაზნებით უნდა ყოფილიყო დატენილი.

ინციდენტი ნიუ-მექსიკოს შტატში ვესტერნის ჟანრის ფილმის გადაღებისას მოხდა. მედიის ინფორმაციით, 68 წლის ბოლდუინი ადგილობრივი შერიფის ოფისთან თვალცრემლიანი შენიშნეს.

დაღუპული ოპერატორი 42 წლის ჰალინა ჰატჩინსია, რომელიც წარმოშობით უკრაინიდან იყო.

ფილმის რეჟისორი ჯოელ სოუზა კლინიკაში მკურნალობს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

იპნ