“ბაჩო 2 კვირის წინ ლონდონში წავიდა” – ლელა მებურიშვილი საცხოვრებლად ინგლისში გადადის

"ბაჩო 2 კვირის წინ ლონდონში წავიდა" - ლელა მებურიშვილი საცხოვრებლად ინგლისში გადადისბაჩო სა­გა­ნე­ლი­ძე ბრი­ტა­ნეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩის, სოფიო ქაცარავას, ერთ-ერთ მო­ად­გი­ლედ დაინიშნა და მას ეკო­ნო­მი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბის კუ­რა­ტო­რო­ბა აკის­რია.

ბა­ჩო პო­ლი­ტი­კოს და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძის ძმის­შვი­ლი და მსა­ხი­ობ ლელა მე­ბუ­რიშ­ვი­ლის ქმა­რია. წყვილს ორი შვი­ლი – გო­გო­ნა და ვაჟი ჰყავთ, რომ­ლე­ბიც ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში და­ი­ბად­ნენ.

ბა­ჩომ ორი კვი­რაა, რაც სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა და სა­ცხოვ­რებ­ლად ლონ­დონ­ში გა­და­ვი­და.  “ამბები” ლელა მე­ბუ­რიშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და.

ლელა მე­ბუ­რიშ­ვი­ლი:

– ჩვენც გა­და­ვალთ, მე და ბავ­შვე­ბი ლონ­დონ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად, თუმ­ცა თე­ატ­რში ახლა ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტი მაქვს, ასე უცებ ვერ წა­ვალ. ვივ­ლი ხოლ­მე აქეთ-იქით. ბავ­შვე­ბი კი იქ ის­წავ­ლი­ან. და­უ­ფიქ­რებ­ლად რომ გი­თხრათ, ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან ჩემი ქვე­ყა­ნა მიყ­ვარს, აქ ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან მინ­და და მომ­წონს, მაგ­რამ ვფიქ­რობ, სა­ნამ ახალ­გაზ­რდე­ბი ვართ, ბევრ ქვე­ყა­ნა­ში შეგ­ვიძ­ლია წა­ვი­დეთ, არა­მარ­ტო სა­მოგ­ზა­უ­როდ, სა­მუ­შა­ო­დაც.

– ბაჩო უკვე ლონ­დონ­შია, რთუ­ლი იყო გან­შო­რე­ბა?

– ორი კვი­რა არ არის, რაც ბაჩო ლონ­დონ­ში წა­ვი­და. დღეს ჩვე­ნი ჯვრის­წე­რი­დან 8 წელი გა­ვი­და და ეს ინსტაგრამით მივულოცე.. სა­ერ­თოდ სა­სა­ცი­ლოა ხოლ­მე, რო­დე­საც ერთი წლის შვილ­საც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით ულო­ცა­ვენ და­ბა­დე­ბის დღეს, ამ დროს მარ­ტი­ვია, გვე­რდით გყავს და პირ­და­პირ მი­უ­ლო­ცო ადა­მი­ანს, ყო­ველ­თვის ასე ვიქ­ცე­ვი ხოლ­მე. დღეს რად­გან ბაჩო სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იყო, ვი­ცო­დი, რომ ესი­ა­მოვ­ნე­ბო­და.

ამბები