ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა “ინდიან ველს მასტერსის” 1/4 ფინალში ბერძენი ჩოგბურთელი, მსოფლიო რეიტინგის მესამე ნომერი სტეფანოს ციციპასი სამი სეტის ჯამში ანგარიშით 6:4, 2:6, 6:4 დაამარცხა.
ბასილაშვილი ტურნირის ნახევარფინალში გერმანელ ალექსანდრ ზვერევს და ამერიკელ ტეილორ ფრიტსს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ამ გამარჯვების შედეგად ბასილაშვილი 160.000$-სა და 180 ქულას მიიღებს, რითაც მსოფლიოს 29-ე ჩოგბურთელი გახდება.
ტურნირის საპრიზო ფონდი 8.359.455 დოლარია.
იპნ