“დღეს საქართველოში კოვიდაფეთქებაა” – გიორგი ფხაკაძე

"დღეს საქართველოში კოვიდაფეთქებაა" - გიორგი ფხაკაძე გიორგი ფხაკაძე პანდემიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

“კოვიდის მე-4 ტალღა საქართველოში არ დამთავრებულა! საქართველოში მე-5 ტალღა ზამთრის შუა რიცხვებში იქნება! არაპროფესიონალიზმი ყველა სფეროში და, განსაკუთრებით, ჯანდაცვის/ეპიდემიის მართვის სფეროში მდგომარეობას ყოველდღიურად ამძიმებს!

არჩევნების გამო ქვეყანაში შესაბამისი ზომები და გადაწყვეტილებები არ იქნა მიღებული!

შედეგი სახეზეა, დღეს კოვიდაფეთქებაა. მხოლოდ თბილისში, სტატისტიკის თანახმად, 40 ბაღი, 7 სკოლა და ცალკეული 90 კლასი დაიხურა.

არაპროფესიონალიზმი კლავს!

ქვეყანა უნდა გადავიდეს ფაიზერი/ბიონტეკის ვაქიცინაზე ! “.