გიორგი ფხაკაძე – “ქვეყანა მხოლოდ ფაიზერით უნდა აიცრას! სკოლები დისტანციურზე უნდა გადავიდნენ”

გიორგი ფხაკაძე - "ქვეყანა მხოლოდ ფაიზერით უნდა აიცრას! სკოლები დისტანციურზე უნდა გადავიდნენ"4.774 ინფიცირებული და 37 გარდაცვლილი – ქვეყანაში კორონავირუსმა ახალი ძალებით იფეთქა. შეზღუდვების გაუქმების შემდეგ ეს ინფიცირების  ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე, მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო სკოლები და უნივერსიტეტები უნდა გადავიდნენ დისტანციურზე სწავლებაზე.

“იქნებ მივხდეთ, რომ ვერ არის საქმე კარგად ქვეყანაში …

საბავშვო ბაღები, ალბათ, დასაკეტია (სამწუხაროდ, სხვა გზას ვერ ვხედავ)
სკოლები და უნივერსიტეტები უნდა გადავიდნენ დისტანციურზე (სამწუხაროდ)
სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლების 100% ფაიზერის ვაქცინით სავალდებულო წესით უნდა აიცრას
სასწავლო დაწესებულებების თანამშრომლების 100%-ის ფაიზერით აცრა უნდა იყოს სავალდებულო მოთხოვნა
ქვეყანა უნდა გადავიდეს ფაიზერის ვაქცინაზე
უნდა დაინერგოს ელექტრონული ვაქცინაციის საშვი მხოლოდ ფაიზერით აცრილებისთვის
არაპროფესიონალიზმი კლავს, ” – წერს ფხაკაძე ფეისბუქში.

ინფორუსთავი