ივანიშვილი “ოცნების” აქციაზე არ მივა

ივანიშვილი "ოცნების" აქციაზე არ მივამარტო დარჩენილი “ქართული ოცნება” – მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდიბარაძე ადასტურებს, რომ ოთხშაბათს დაანონსებულ მიტინგზე ბიძინა ივანიშვილი არ მივა.

“პირველების” ინფორმაციით, გადამწყვეტი არჩევნების წინ, 27 ოქტომბერს, “ქართული ოცნების” ლიდერებმა პარტიის დამფუძნებელს აქციაზე მისვლა და სიტყვით გამოსვლა სთხოვეს, თუმცა უარი მიიღეს.

აღნიშნული კითხვის საპასუხოდ კი მდინარაძემ თქვა, რომ “ტვ პირველის” არცერთი ინფორმაცია “სწორი არ არის და რაღა ეს იქნება”.

წყაროს ცნობით, ღარიბაშვილი და კობახიძე ცდილობენ, ექსპრემიერმა წერილი გაავრცელოს და მმართველ პარტიას მხარდაჭერა ამ ფორმით გამოუცხადოს.

რაც შეეხება “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატს, კახა კალაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არ არის და “პოლიტიკურ განცხადებებს არ გააკეთებს”.

– საიდან მოიტანეთ, საიდან იგონებთ-ხოლმე, ეს არის ტყუილი, სიცრუე”- თქვა კალაძემ “ტვ პირველის კითხვაზე, სთხოვეს თუ არა ექსპრემიერს დახმარება.

ტვ პირველი