ხაჭოს კექსი ქიშმიშით, ცუკატებით და კაკლით

ხაჭოს კექსი ქიშმიშით, ცუკატებით და კაკლითინგრედიენტები:

3 კვერცხი
200 გრ მარცვლოვანი ხაჭო
100-200 გრ შაქარი
1 პაკეტი ვანილის შაქარი
150 გრ კარაქი
200 გრ ფქვილი
1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
ცუკატი, ქიშმიში, კაკალი სურვილის მიხედვით
მომზადების წესი:

კვერცხი შაქართან ერთად ათქვიფეთ. შაქარი გემოვნებით აიღეთ. თუ ძალიან ტკბილი დესერტი გიყვართ, 200 გრ დაუმატეთ, თუ ოდნავ დამტკბარი – 100-150 გრ. ამის შემდეგ ხაჭო, გამდნარი კარაქი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.
ვანილის შაქარი, ფქვილი, გამაფხვიერებელი დაუმატეთ და ცომი მოზილეთ. ფორმების 2/3 ნაწილი ცომით გაავსეთ. თუ სილიკონის ფორმა არ გაქვთ ან ქაღალდის საფენებს არ იყენებთ, ფორმას ზეთი აუცილებლად წაუსვით. 180 გრადუსზე 25-30 წუთით აცხვეთ.
მზაობა კბილის ჩხირით შეამოწმეთ.
გირჩევთ, კექსები გააგრილოთ და შემდეგ მიირთვათ.