საქართველოს სახალხო არტისტი ამირან ქადეიშვილი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოჯახის ახლობელმა დაუდასტურა. ამირან ქადეიშვილი დღეს დილით ბოხუას კლინიკაში გარდაიცვალა.
ამირან ქადეიშვილს კინოსა და თეატრში შესრულებული აქვს სხვადასხვა როლები. მის მიერ შესრულებული როლებია: ნიკოია (“სემირამიდას ბაღები”), კვეგვე ტარბა (“მთვარის მოტაცება”), კურა-მუჰამედი (“ციმბირელი პაპა”) , ჭოლა (“პირველი მერცხალი”), ნიკო (“გაქცევა გათენებისას”), ხირხალა (“სიყვარული ყველას უნდა”), კობიძე (“სახლი ლესნაიაზე”), ერმილე მამალაძე (“მევლუდი”).
მონაწილეობდა ფილმებში: “კავკასიის ტყვე”, “როგორ ვიცხოვრო უშენოდ”, “თბილისი, პარიზი, თბილისი”, “ჟამი მოქცევის”, “სათნოებათა კიბე” და სხვა.
2018 წელს ამირან ქადეიშვილს გადაეცა ჯილდო “ხელოვნების ქურუმი”.