მაია ასათიანმა “ინსტაგრამზე” გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც საუბრობს თავის რჩეულზე.
“ხშირად მეკითხებიან, რატომ აქვს ჩემს ძვირფას ადამიანს ჩემს სთორებში სახეზე სმაილი… ძალიან მარტივია და იმედია, სწორად გამიგებთ. არაფერი დასამალი არ არის. ეს ადამიანი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
წელიწად-ნახევარია გვაქვს ეს საოცარი ჰარმონია.
უბრალოდ, როდესაც ხარ ძალიან პოპულარული ადამიანის გვერდით, ეს არ არის იოლი…
არანაირი პრობლემა არ არის მისი სახის გამოჩენის. მას თავისი პროფესია აქვს. არ არის ჩემი სამყაროს წევრი. ძალიან მაგარი ადამიანია. უბრალოდ, ეს არის მისი და ჩემი არჩევანი, რომ ცნობადი არის მაია ასათიანი, ის კი აკეთებს თავის საქმეს და შლეიფი, რომ არის მაია ასათიანის შეყვარებული, მას არ სჭირდება და არც მე არ მჭირდება.
მინდა, რომ ის პირადი, ძალიან, ახლო, ძვირფასი და ძალიან ჩვენი, დაურღვეველი იყოს… და ის ტვირთი, რაც ჩემი სატარებელია, ჩემს ძვირფას ადამიანს არ დავაკისრო”.
ამბები