რუსთავის ციხესთან აქციის მონაწილე ცუდად გახდა – პოლიციამ 4 პირი დააკავა

რუსთავის ციხესთან აქციის მონაწილე ცუდად გახდა - პოლიციამ 4 პირი დააკავაამ წუთებში დაძაბულია ვითარება რუსთავში, სასჯელაღსრულების მე 12-ე დაწესებულებასთან, სადაც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. პოლიციამ ზვიად კუპრავა და აქციის 3 მონაწილე დააკავა.

სამართალდამცველებმა არ მისცეს საშუალება აქციის მონაწილეებს, რომ კედლებზე წარწერა ,,თავისუფლება მიშას” დაეწერათ.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა, რომელსაც ადგილზე სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.

ტვ პირველი