“სააკაშვილმა შემოთვალა, რომ მელია გადააყენონ და პარტიის თავმჯდომარედ მისი შვილი დანიშნონ” – თორნიკე მოლაშვილი

"სააკაშვილმა შემოთვალა, რომ  მელია გადააყენონ და პარტიის თავმჯდომარედ მისი შვილი დანიშნონ" - თორნიკე მოლაშვილი სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა რუს­თა­ვის მე-12 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას­თან თანამოაზრეებთან ერთად აქცია გამართა მოწოდებით – „ჯა­ლა­თი ცი­ხე­ში“.
„რად­გა­ნაც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა არ აქვს და კარ­გად ხვდე­ბა, რომ მას სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­მა­ვა­ლი არ აქვს, თა­ვის თა­ნა­მო­აზ­რე­ებს შე­უთ­ვა­ლა ბა­ტონ­მა მი­ხე­ილ­მა, რომ არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტური რომ დამ­თავ­რდე­ბა, ყრი­ლო­ბა ჩა­ა­ტა­რეთ, ნიკა მე­ლია გა­და­ა­ყე­ნეთ და ჩემი უფ­რო­სი ვაჟი, ედუ­არდ სა­ა­კაშ­ვი­ლი ჩვე­ნი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რედ და­ნიშ­ნე­თო. გეგ­მებს აწყობს, თვი­თონ ხომ აა­შე­ნა სა­ქარ­თვე­ლო და თვი­თონ ხომ აგ­ვაყ­ვა­ვა, ამ­დე­ნი ხალ­ხი ჩა­ხო­ცა და გა­ამ­წა­რა.

ხალ­ხი შეც­დო­მა­ში ჰყავ­დათ შეყ­ვა­ნი­ლი, აა­შე­ნა, ბევ­რი რამ გა­ა­კე­თა – სის­ხლის, სიკ­ვდი­ლის და ცრემ­ლე­ბის ფა­სად გა­ა­კე­თა ყვე­ლა­ფე­რი. მი­ხა­რია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვართ ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი, ვი­საც გვაქვს იმის უნა­რი, რომ და­ვი­ნა­ხოთ და გა­ვარ­ჩი­ოთ შავი და თეთ­რი“. – გა­ნა­ცხა­და თორ­ნი­კე მო­ლაშ­ვილ­მა.