სააკაშვილმა ციხეში 12 კილოგრამი დაიკლო – შიმშილობის მე-8 დღე

სააკაშვილმა ციხეში 12 კილოგრამი დაიკლო - შიმშილობის მე-8 დღემიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველების ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა რუსთავის ციხეში შიმშილობის მერვე დღეს წონაში 12 კილო დაიკლო. ადვოკატები აცხადებენ, რომ სააკაშვილი ამის მიუხედავად თავს მხნედ გრძნობს. მათივე ინფორმაციით, ციხის ადმინისტრაციამ სააკაშვილის ოჯახის წევრებს, დედასა და შვილებს, ორშაბათს მისი მონახულების უფლება მისცა.

გარდა ამისა, ადვოკატები ელოდებიან სასამართლო პროცესის ჩანიშვნას, რათა სააკაშვილს მიეცეს საშუალება, ქართველ ხალხს მიმართოს.

დღეს ველოდებით პასუხს სასამართლოსგან პროცესის ჩანიშვნასთან დაკავშირებით. ამ ნაწილში იმედია, ბოლომდე თავს ლაფს არ დაისხამს ქართული მართლმსაჯულება და ვიდრე სააკაშვილს აქვს ფიზიკური საშუალება, წარსდგეს სასამართლოს წინაშე და საქართველოს მოსახლეობას მიმართოს, ამის საშუალებას მას არ მოუსპობენ. პროკურატურის სურვილი სამართლებრივად დაუსაბუთებელი და ადამიანურად არაჰუმანურია. მათი უღირსი გადაწყვეტილებით სააკაშვილს სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება არ აქვს. – ამბობს სააკაშვილის ადვოკატი, ბექა ბასილაია.
ადვოკატების ინფორმაციით, ამ დრომდე საჯელაღსრულების ადმინისტრაციას არ მიუღია გადაწყვეტილება, შეუშვებს თუ არა პირად ექიმებს მიხეილ სააკაშვილთან.

ტვ პირველი