„შენ გამოცდა ვერ ჩააბარე, აქ უნდა მდგარიყავი“ – თაკო ჩარკვიანი ნიკა მელიას

„შენ გამოცდა ვერ ჩააბარე, აქ უნდა მდგარიყავი“ – თაკო ჩარკვიანი ნიკა მელიასთაკო ჩარკვიანმა თბილისის მერობის კანდიდატს, ნიკა მელიას მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციიდან:
“თბილის-ქალაქის მერობა რომ გადაწყვიტე, აქ უნდა იყო, აქ უნდა ყოფილიყავი, მე შენ განზრახ არ დაგირეკე, ეს იყო ჩემი გამოცდა შენდამი. შენს მამას თბილის-ქალაქში 100-იანზე აქვს გამოცდა ჩაბარებული, შენ ჯერ არ ჩაგიბარებია.

მინდა, რომ 30-მდე მაგრად ჩააბარო, თორემ თბილისმა 2-იანის დაწერა იცის. მე გეუბნები ამას, ყველაზე უფრო ჭირისუფალი. ისე მინდა ჩააბარო გამოცდა, როგორც უმაგრესმა ანზორ მელიამ ჩააბარა ეს გამოცდა თბილისელებთანაც, ზუგდიდელებთანაც, მთელ საქართველოსთან! მაინც, პრევენციულად გეუბნები ამ შენიშვნას, შენ, ჩემო თბილისის მომავალო მერო, დღეს აქ უნდა მდგარიყავი, ისე როგორც გია ბარამიძე დგას.

შენ გამოცდა ვერ ჩააბარე! მაგრამ მე 14-ში აუცილებლად მოვალ და გასწავლი, რომ საქართველოსთვის გამოცდა რუსთაველზე ბარდება. კარგად დაიმახსოვრე!”