„თეთრი რომ აცვია, იმ გოგოს ზუგდიდში არ ვაცხოვრებ“ – ზუგდიდში „ფორმულა ჟურნალისტს დაემუქრნენ

„თეთრი რომ აცვია, იმ გოგოს ზუგდიდში არ ვაცხოვრებ“ - ზუგდიდში „ფორმულა ჟურნალისტს დაემუქრნენტელეკომპანია „ფორმულას” ცნობით, ზუგდიდში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე უცხო მამაკაცი მათ ჟურნალისტს ელექტროშოკის გამოყენებით დაემუქრა.

პირი, რომელიც ამბობდა, რომ მისი სახელი და გვარი დავით ქირიაა, ამტკიცებდა, რომ ის ყოფილი სპორტსმენია. მან ჟურნალისტებს საარჩევნო უბნის მიმდებარედ ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა.

„მიგადებ იცოდე, არ გადამიღოთ. მიგადებ იცოდე, მიგადებ-მეთქი, არ გადამიღო. ჩემი დედა მოვ**ან, თუ არ მიგადოთ. გემუქრები კი არა, მიგადებ-მეთქი და იმ კამერას **აკში გაგიკეთებ“. თეთრი რომ აცვია იმ გოგოს ზუგდიდში არ ვაცხოვრებ. ფეხბურთელი ვარ. აქეთ შეურაცხოფას მაყენებს,რა სიები მქონდა, სპორტსმენი ვარ-მეთქი, ყოფილი”,- ამბობს ის.