ალექსანდრა პაიჭაძეს და დავით კოდუას გოგონა შეეძინათ

ალექსანდრა პაიჭაძეს და დავით კოდუას გოგონა შეეძინათმოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე დედა გახდა.

მან ცოტა ხნის წინ, “ინსტაგრამ” გვერდზე განათავსა სამშობიაროში გადაღებული ფოტო და ვიდეო.

ალექსანდრა პაიჭაძემ და დავით კოდუამ პირველ საერთო შვილს ვიქტორია დაარქვეს.

ამასთან, როგორც ირკვევა, მოდელმა გაგუას კლინიკაში იმშობიარა.

მისი და დათო კოდუას ურთიერთობის შესახებ ამბავი რამდენიმე კვირის წინ საზოგადოებას თავად ალექსანდრა პაიჭაძემ ამცნო.

კოდუა პირველ მეუღლეს დაშორდა და აპირებს, რომ თავისი ცხოვრება ალექსანდრა პაიჭაძეს დაუკავშიროს. ალექსანდრამ უკვე არაერთხელ აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში დაქორწინებას აპირებენ.

ფორტუნა