მამუკა წოწერია – “ზუგდიდის მერის და მისი მოადგილეების ხელფასები 1000 ლარით გაიზარდა”

მამუკა წოწერია - "ზუგდიდის მერის და მისი მოადგილეების ხელფასები 1000 ლარით გაიზარდა"საკრებულოს ძველი შემადგენლობით დამტკიცებული ახალი ბიუჯეტით, მერისა და მერის მოადგილეების ხელფასები “სადღაც 1 000″ ლარით გაიზარდა – ამის შესახებ ჟურნალისტებს ზუგდიდის მერმა, მამუკა წოწერიამ განუცხადა.

ბიუჯეტი გაიზარდა და 47.200.000 ლარით განისაზღვრა. ყველა პრიორიტეტი ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე ფინანსურად ადეკვატურად არის უზრუნველყოფილი.

რაც შეეხება ხელფასებს, საჯარო სექტორში, როგორც მერიაში, ასევე საკრებულოში, კანონმდებლობის შესაბამისად, იზრდება ხელფასები და ეს არის მასტიმულირებელი ფუნქცია, რათა საჯარო სექტორი კონკურენტუნარიანი იყოს.

პოლიტიკური თანამდებობის პირები თვითონ განსაზღვრულია კანონმდებლობით. ასევე, რა თქმა უნდა, განსაზღვრულია ქვედა დონის მენეჯერების. გაზრდილია სადღაც 1 000 ლარიდან”, – განაცხადა წოწორიამ.
ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოს ვადაგასულმა წევრებმა  2022 წლის ბიუჯეტები დაამტკიცეს. პროცესი ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე წარიმართა.

ტვ პირველი