მარიამ ნადირაძე პატარა ნიკას ძუძუს აჭმევს – “ამაზე ლამაზი არაფერია”

მარიამ ნადირაძე პატარა ნიკას ძუძუს აჭმევს - "ამაზე ლამაზი არაფერია"ძუძუთი კვების მნიშვნელობაზე ბოლო წლებში განსაკუთრებულად აქტიურად საუბრობენ.

არც ისე დიდი ხნის წინ მსახიობ ანი ბებიას ჰქონდა ფოტოსესია ლაქტაციის დროს და მის ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ამჯერად მსახიობმა მარიამ ნადირაძემ, გიორგი მახარაძის მეუღლემ გადაიღო ფოტო პატარა ნიკასთან ერთად, რომელსაც სოციალურ ქსელში ბევრი დედა გამოეხმაურა.

ფოტოს ბევრი დადებითი კომენტარი მოჰყვა: “საოცარი ფოტოა”, “ყველაზე ბედნიერია ამ დროს ბავშვი”, “ამაზე ლამაზი არაფერი არსებობს”, და ა.შ.

იყო უარყოფითი გამოხმაურებებიც: “მე არ მომწონს, რა ვქნა”, “კარგი ფოტოა, დიდი სიყვარულით, მაგრამ ეს მაინც უფრო პრივატ უნდა იყოს, ჩემთვის ცოტა მიუღებელია”.

მარიამი პატარა ნიკას თანამედროვე მეთოდებით ზრდის და ცოტა ხნის წინ ვიდეოც გამოაქვეყნა, თუ როგორ აჩვევს მას დამოუკიდებლად ჭამის პროცესს. ბავშვის აღზრდაში ასევე აქტიურად არის ჩართული მამა. გიორგი მახარაძე მარტოც იტოვებს ხოლმე ქალიშვილს და მშვენივრად ართობს.

მშობლები